пятница, 26 февраля 2010 г.

ALL MiNe..

ჩემი საკუთრება..
ჩემი ცხოვრების დეტალი..
შენ ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება ხარ..
მე მეკუთვნი..
მარტო მე..
მტკივხარ..
აი, აი აქ.. ცოტა ზემოთ და ცოტა მარჯვნივ..
ჰო მარჯვნივ..
რა მნიშვნელობა აქვს აბა, გული მაინც არ მაქვს
და სხვაობა მარჯვენასა და მარცხენას შორის ნულს მაძლევს..

შენ სანთელი ხარ..
წითელი სანთელი..
მუქი წითელი, რომელიც ბორდოსფერში გადადის..
მძაფრი, მძიმე, მტკივნეული..
ბორდოსფერი..

იცი?
ერთხელ ერთ ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს უთქვამს..
"ვერ დავითვლი, რამდენს უოცნებია ჩემი სიგარეტის ან კომპიუტერის ადგილას ყოფნაზეო.."
სულელური ფრაზაა ჰომ?
აი შენ გეღიმება..
მეც ბევრი ვიცინე ეს რომ მითხრა..
ეხლაც თითქოს მეცინება, მაგრამ..

მაგრამ ისევ ეს ცრემლნარევი სიცილი..

ისევ ეს მდუღარე ცრემლები და ჩემი 32 კბილი..

საათები..
დღეები, თვეები..
წლები..
საუკუნეებად ქცეული..

დეკემბერი, იანვარი, თებერვალი..
თებერვალი, იანვარი, დეკემბერი..
დეკემბერი..

ისევ, ისევ, ისევ..

მტკივა, ძალიან მტკივა, ისევ მტკივა..
სულში მაციებს ისე მტკივა..
ჭრილობა დუღს და მტკივა...


შენ ჩემი სიგარეტის კვამლი ხარ..
მიდის.. და ყოველი ნაპასის დარტყმისას ბრუნდება..
მერყევი, ცვალებადი, ჩემი კვამლი..
ჩემი ფილტვის ნაწილი..
გამჯდარი ნიკოტინი..
ნიკოტინი, რომელიც "კლავს", "მაზიანებს მე და ჩემს ნაყოფს", "მაზიანებს მე და ჩემ ირგვლივ მყოფთ"..

არადა..

არადა როგორ მიყვარდა დეკემბერი, ეს ნიკოტინი რომ არა..

არადა როგორ მიყვარდა სიცოცხლე, სიგარეტის კვამლი რომ არა..

არადა როგორ ვიცოცხლებდი ჩემი 8 ნომერი რომ არა...


მე..
მე არ ვცხოვრობ, მე უბრალოდ ვარსებობ..
მე არ ვსუნთქავ..
ეს სუნთქვა არ არის..
დაახლოებით წვიმის მსგავსია, რომელსაც წვიმა არ ჰქვია, უბრალოდ ჟინჟლავს..
მე არ ვთვლი ამას წვიმად..

12-ს აკლია 10 წუთი..
და შენ ისევ სუნთქავ..
შენი ჭრილობებით..
ისევ სუნთქავ..

იცი? მე ეს სუნთქვა საერთოდ აღარ მინდა..
არ გათხოვებ, გაჩუქებ..
იცი? მე აღარ მჭირდება..
მე მაინც ვარსებობ იმისდა მიუხედავად ვისუნთქებ თუ არა..
რათ მინდა სუნთქვა, მე ჰომ კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ ვარსებობს..


ჩემი საკუთრება..
მარტო ჩემი..
ჩემია და ვერავინ წამართმევს, არ დავუთმობ არავის..
ჩემია და ჩემად დარჩება..
ჩემია, გესმიით?

მტკივა..
დამშვიდდით..
არავის არაფერს გართმევთ..
ეს უბრალოდ ჩემი ტკივილია..
და მე არ დავლევ ნოშპას..


ჩემია ეს ტკივილი და ვერავინ წამართმევს...

суббота, 6 февраля 2010 г.

***

როდესაც მკითხავენ, რა მოგენატრება მასში ყველაზე მეტადო..
მე ვუპასუხებ თვალები-მეთქი..
როდესაც მკითხავენ, რა გიყვარდა მასში ყველაზე მეტადო..
მე ვუპასუხებ ღიმილი-მეთქი..
როდესაც მკითხავენ, რატომ გიყვარდაო..
მე ვუპასუხებ არ ვიცი-მეთქი..

მე ვიყავი ძლიერი..
ყოველთვის..

შემეძლო მეპოვნა მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი კათეტის სიგრძე მაშინ,
როცა პითაგორას თეორემა არ ვიცოდი..
შემეძლო აღმომეჩინა და გამომესწორებინა ჩემში პატარა ლუარსაბა თვისებები მაშინ,
როცა არ ვიცოდი ლუარსაბ თათქარიძე ვინ იყო..
შემეძლო მევარაუდა ვინ იყვნენ ძმები ლუმიერები მაშინ,
როცა არც მათი ფილმები მქონდა ნანახი და არც მათ შესახებ ვიცოდი რამე..
შემეძლო გამომეყენებინა ჟარგონები მაშინ,
როცა მათი მნიშვნელობა არ ვიცოდი..
შემეძლო მესწავლა მაშინ,
როცა მიჭირდა..
შემეძლო ჩამებარებინა მაშინ,
როცა ცალი თვალით ვწერდი გამოცდას..
შემეძლო დამემარცხებინა მაშინ, როცა ჩემზე ძლიერი იყო..
მე შემეძლო დამეჯერებინა სიყვარულის მაშინ,
როცა უსიყვარულოდ ვცხოვრობდი ისე, როგორც "მზე არ სუფევს ცის კამარაზე"..


მე..

მე უბრალოდ მინდოდა მეხატა..
მერე შემეხედა ჩემი ნახატებისთვის და უკმაყოფილო დავრჩენილიყავი,
როგორც ყოველთვის..
მერე რა თუ შედეგი არ მომწონდა,
მერე რა თუ უხარისხო იყო,
პროცესი ჰომ სიამოვნებას მგვრიდა..

მე მინდოდა მეწერა და მეტირა
"ვით მეფე ლირს", მაგრამ შემდეგ მივხვდი,
რომ ეს მხოლოდ გენიოსთა ხვედრია..
ეს არ არის არც ტალანტი, არც ნატურა, ეს არ მიიღწევა შრომით,
თუმცა არც უშრომელად მოდის, ეს გენიაა..
ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი..
და რა უფლება მქონდა მეცადა ის, რაც მე არ მეკუთვნოდა
და რაც ჩემთვის არ უბოძებიათ..



უფრო შორს რომ არ წავიდე, მარტივად ვიტყვი..
ყოველთვის მინდოდა თვალი არ მომეშორებინა იმ კიბეებისთვის,
რომლებსაც უსასრულობისაკენ მიჰყავდი..

კი, მაგრამ რა კავშირშია ეს ყველაფერი ზემოთ თქმულთან?
საქმეც მაგაშია რომ არანაირში..
და კავშირის ძაფიც სწორედ აქ იბმება გენიასთან..


წლები გადიოდა..
და ჩემს შავ ბერეტს თეთრად ათოვდა..
მე კი უბრალოდ ვგრძნობდი სიგარეტის კვამლში
და თოვლის ფიფქებში შენს სურნელს...

понедельник, 1 февраля 2010 г.

ჩვენ ვცოცხლობთ

-ნუ მიყვირი, ავადმყოფო !

..


ისევ წუწუნი, ტვინისწამღები, გაუთავებელი, უსასრულო.. დაუმორჩილებელი..

ჩვენ ვყვირით, ჩვენ ვჩხუბობთ, ჩვენ ვილანძღებით..
ჩვენ..
მერე რა თუ რომელიმეს ლოყა უწითლდება, ჩვენ მაინც ვარსებობთ..
მერე რა თუ გვტკივა, ჩვენ მაინც ვცოცხლობთ..
-მტკივა, გამიშვი !
-ნუ ხარ პანიკაში, დამშვიდდი !
-მტკიიიიიივა !

ისევ ცივ ქვაზე ჯდომა ჯობდა, შენი ცივი სახის ყურებას..
ჩემი სიგარეტი..
ლოყა უფრო წითლდება..
ცრემლები, მარილიანი ლოყები..
და..
აი..
შეხედე, დათბა..
ცივი ქვაც და ცივი სახეც.. გათბა..

ბოღმა გაიყინა..
ტრიალს იწყებს..
ისევ..

ჩემი სიგარეტი..
წითელი ნაპერწკლები და ანის ბუცები..

შენს კულულებში დაკარგული სითბო..

-ისევ ცივა, რატომ არის ამ სადარბაზოს ფანჯრები ჩამსხვრეული?
-ზაფხულში რომ გრილოდეს..
-მერე ზამთარი?
-ჩააფერფლე და გადახტი.. ან აიტანე.. ცივს სიცივე უხდება..
ორი უარყოფითი ჰომ დადებითია..

სასაცილოა..

ჩვენ ლოყები გვიწითლდება და მაინც ვარსებობთ..
გვტკივა და მაინც ვცოცხლობთ..
ვნაცრისფერდებით, მაგრამ მაინც ფერადებად ვრჩებით..
ვიზრდებით, მაგრამ მაინც პატარები ვართ..
ვყალიბდებით და მაინც ჩამოუყალიბებლები ვართ..
ჭკუა გვემატება, მაგრამ მაინც უნიჭო დებილები ვართ..
შეხედულებები გვეცვლება, მაგრამ ჩვენ არ ვიცვლებით..
გვძულს, მაგრამ სიძულვილის ჩარჩოებს ვცდებით ჩვენი სიყვარულით..

გვძულს და მაინც გვიყვარს..
გვძულს და არაფრად ვაგდებთ..

არ ვპატიობთ და მაინც გვავიწყდება..

-მაპატიე რა..
-არაფერს არ გაპატიებ, ნერვების ფასად მიჯდები..

ეს ის შემთხვევაა, როცა ნერვები აქეთ ითხოვენ პატიებას..

ზარები, ზარები..

-მშვიდობაა?
-კი, ცოცხლები ვართ..

ათრთოლებული ყბა, რომელიც სიცივეს არასდროს აყვება და ჩემი საყვარელი
აცეცებული თვალები..

ჩვენ ვიცეცებით..

-ნუ ტირი, მტკივა..

..

-არა, ხელი არ გამიშვა, უბრალოდ ნუ ტირი..

..

-ნუ ხარ ჩუმად, მტკივა..

...

-იყვირე, ავადმყოფს ვემსგავსები..



სხეულში დათესილი ვნება..
აზელილი აზრები..
გაწელილი სიტყვები...
დაბოღმილი ცრემლები..
სულში ფესვგადგმული გრძნობა..

...



-მიყვარხარ, ავადმყოფო !




we are crazy, Ann is dick, but no one's perfect..))

ჰაერში ვკლავ ინგლისურს : )



(h)

ბავშვობა..

-ან, შეხედე, ვარსკვლავი ჩამოვარდა..

-ვაუუ.. ქეთო, ქეთო, მოდი დროზე, ვარსკვლავი ჩამოვარდა..

-ბავშვებო, ბავშვებო, მოდით ისეთი სურვილები ჩავიფიქროთ, რომ გამოგვადგეს, როცა გავიზრდებით..

ანი: მე მინდა რომ ლამაზი გავიზარდო

ქეთო: მე მინდა, რომ კეთილი ვიყო

მაკო: მე ამაყი და ამპარტავანი მინდა ვიყო..

-რატომ?

-გავიზრდებით, გამოგვადგება და გავიგებთ..

ქეთო: წამოდით ბავშვებო, ვითამაშოთ, ვითომ ჟურნალისტი ვარ და კითხვებს დაგისვამთ

ანი: ეე რა მაგარია, მოდი, მე ვითომ თეატრის კრიტიკოსი ვარ და ჩემგან აიღე ინტერვიუ

მაკო: მე ორივე პროფესია მინდა და კიდევ თეატრის მსახიობობა.. მინდა სცენაზე ვიდგე და ბუბას ბოზის როლს ვთამაშობდე..

მინდა ისე ვიფრინო სცენაზე, როგორც ისინი დაფრინავენ...

ილუზია..

-ნახეთ, ვარსკვლავი ჩამოვარდა..

ანი: შეხედეთ, მე ლამაზი ფერია ვარ

ქეთო: მე კეთილი ჟურნალისტი ვარ..

მაკო: მე დავფრინავ და ზევიდან ვუყურებ სხვებს..

უცნაურია არა?

ერთი დადებითია, მეორე უარყოფითი, მესამე უბრალოდ ლამაზია და მაინც სამივე განუყოფელია..

ადამიანის თვისებები ერთმანეთს ავსებენ და ერთ მთლიანობად ჩამოყალიბდებიან..

შემთხვევა გვაქვს ერთსულ და სამხორცა არსებასთან..

ესეთია ეს ილუზია, ზოგი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, ჯადოსნური ჯოხით იმოძრავებს..

ზოგიც კეთილი ჟურნალისტია, ილუზიაში ესეც კი შესაძლებელია..

ნუთუ შესაძლებელია გქონდეს ფრთხები და თან იყო ამპარტავანი? ილუზიაში ყველაფერია შესაძლებელი..

სინანული..

-ნახეთ, ვარსკვლავი ჩამოვარდა..

ქეთო: ბავშვებო, ჰომ გითხარით, ისეთი სურვილები უნდა ჩაგვეფიქრებინა ბავშვობაში, ეხლა რომ გამოგვდგომოდა..

ანი: ლამაზი რომ არ ვიყო, აღარავინ აღმიქვამდა პატარა თოჯინად..

მაკო: ამაყი რომ არ ვიყო, არავის დავკარგავდი..

ანი: დავრეკავ, TAXI გამოვიძახებ, გადაგვიყვანოს ერთი გაჩერების იქით, ბავშვობაში და სურვილები შევცვალოთ..

რეალობა..

-ან, მაკოს გადაურეკე და ჩემთან ამოდით, დავლიოთ..

...

-ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგველია არა? ჰაჰა..

მაკო: მანქანის კაპოტზე წოლა კი კარგია, მაგრამ მე ყოველთვის ვოცნებობდი საყვარელი ადამიანისთვის მეკოცნა

მანქანის კაპოტზე, მაშინ როცა ლუარსაბა ძია საჭესთან იჯდებოდა და ლანძღვა-გინებით გადმოგვივარდებოდა..

ქეთო: შენ ოცნებებთან ფრთხილად იყავი..

მაკო: ჰა?

ანიი, ხვალ არ წავიდეთ თეატრში.. მაყურებლის როლებში, რა თქმა უნდა : )

ქეთო: გამოცდები ახლოვდება, ტეხავს..

მაკო: ნეტა ჟურნალისტები მართლა არიან კეთილები?

ანი: ილუზიაა..

-ბავშვებო, ნახეთ, ვარსკვლავი ჩამოვარდა..

-სახლში შევიდეთ, დავიძინოთ...