დაბრუნების სუნი..
სცენის სუნს წააგავს..
თუ ვერ შეიგრძნობ, არც გაგიჩნდება სურვილი,
მაგრამ თუ დადგები, ვეღარ ჩამოხვალ..
ჯობია არ დადგე..
-ყავა?
-როგორც ყოველთვის..
ჩემი ღიმილი სახეზე, როგორც ყოველთვის..
ობლად დარჩენილი ღიმილი სახეშეცვლილ კბილ-ტუჩთან..
-რა გინდა აქ, ისევ?
-ჰო.. ისევ..
შენ ისევ გაწუხებს ტკივილები..
ოღონდ არა მუცლის, კბილის ან თავის არეში..
გინდა გამოცანა?
ტკივილია, არც იკურნება, არც წამალი შველის და არც სიმსივნეა, რა არის?
წლებია საჭირო იმის გასათვიცნობიერებლად, რომ რაღაც ყრუდ გტკივა..
და კიდევ უფრო მეტი წლები ამ ყრუს გასაყუჩებლად..
წლებია ცრემლი აღარ შეუნიშნავთ შენს თვალებზე..
მპოვნელი დასაჩუქრდება..
წლების მანძილზე აღარ შეუნიშნავთ ძველი "შენ" შენში..
აი, შენმა ტრადიციებმა უნდა თქვან, დრონი მეფობენ და არა მეფენიო..
შენი ღიმილით უნდა ტკბებოდეს მთელი ქვეყანა,
მაგრამ არაფერი ამის სანაცვლოდ..
ასეთია ეს ცხოვრება..
რასაც გასცემ, ყველაფერი შენი კი არ არის..
გააგრძელე, ისუნთქე ღრმად..
ითამაშე ნოტებზე..
დაუკარი სითბო..
აამოძრავე სიმები,
გააცოცხლე გვირილები..
შეკარი ბაბუაწვერები..
გაუშვი წითლები..
შეღებე შავად და დაასვი თეთრი ლაქები..
დამადე ალაგ-ალაგ მაინც თეთრი..
აღარ შემიძლია ეს ძაძისფერი კაბა..
ეს თეთრი ვიწრო ბილიკი..
ისევ ნაცნობი ხიდი..
შენი ნაფეხურები და დაკარგული ცრემლები..
-რა გინდა აქ, ისევ?
-როგორც ყოველთვის..
-გტკივა?
-რამდენი წელი გავიდა?
-2 საუკუნეზე ცოტა ნაკლები..
2 საუკუნეზე ცოტა ნაკლებია ყველგან ეს შავი კაბა..
იქაც და აქაც კი..
თეთრი ლაქებით, რომელიც წლებმა დაადო შენი ხელებით..
2 საუკუნეზე ცოტა ნაკლებია და რამდენჯერაც არ უნდა გაგიმეორო გამოცანა,
სხვაობა კითხვასა და პასუხს შორის მაინც 0-ს მომცემს..
ჩშშშშშშშშშშ..
აღარ არის შენი ნაფეხურების მოახლოება საჭირო, ისედაც ჩანს..
და შენი სუნი არ წააგავს სცენისას..
მე ვიპოვე შენი ცრემლი და არ მჭირდება საჩუქრები..
შენ უკვე იცი გამოცანის პასუხი, არ იყო საჭირო..
2 საუკუნე..
და ტკივილი, რომელიც არც იკურნება, არც წამალი შველის და არც სიმსივნეა, რა არის?
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий