და მე ვსუნთქავ..
თუ ორი კვირა, აღარც დამითვლია..
სათვალავი ამერია..
არ ვიცი რისგან.. სიგარეტის კვამლისგან,
ან თავბრუს ხვევისგან..
შეიძლბა კუჭის ტკივილისგან,
ან იმ შეტევებისგან, სპაზმებისგან,
ისტერიკისგან, პანიკისგან, სიკვდილისგან..
დღეს უფრო ნაკლებად მტკივა..
ხვალ კიდევ ნაკლებად მეტკინება..
მაგრამ ყოველ დილას მაინც იგივე მეორდება..
სიზმრები და შეგრძნება, რომ თვალებს ვეღარ ვახელ..
სიკვდილი..
და უფრო სიცოცხლე..
შეგრძნებები, აზრები, ფიქრები..
ბედის ბორბალზე დატრიალებული 13 წელიწადი..
ბრუნავს 13 წელიწადი თავისი ერთი წერტილით..
ერთით და არა იმ მრავალწერტილით მე რომ ასე მიყვარს გამოყენება..
ბრუნავს შენი პორტრეტი წარმოსახვაში..
ხელები, სახის ნაკვთები..
ბრუნავს შენი ოჯახიც, ბებიაჩემი,
რომელიც პრაქტიკულად ბებიაშენია, თეორიულად კი ჩემიც..
მე მიყვარს ჩვენი ბებია..
მეც მტკივა და ყოველთვის მეტკინება ჩვენი გარდაცვლილი დედისგან გამოწვეული სიმწარე..
ის სიმწარე, რომელიც ორივეს გვტკივა..
არ ვიცი, ალბათ არ მაქვს უფლება შენი ეს ტკივილი ჩემადაც მოვიხსენიო,
მაგრამ ის ჩემიც არის..
ჩვენ ჰომ ყველაფერი საერთო გვქონდა, ჩვენ ჰომ ერთნი ვიყავით..
როგორ მინდა, 1 დღე ისე გავიდეს, მარტო ერთი, რომ ცრემლები არ წამოვიდეს..
შეიძლება ბევრმა ფარსი უწოდოს ამ ყველაფერს..
მე ბევრი მიფიქრია, იქნებ მეც შემემკო ჩემი თავი ამ ეპითეტით,
მაგრამ ვერ, მე არ შემიძლია ტყუილი და სათქმელის ირიბად თქმა,
მით უმეტეს ჩემ თავთან..
დღეები მიდის და მე ვხედავ, როგორ იფანტებიან აქეთ-იქით ჩემი ოცნებები
და როგორ რჩება შუაში ერთი..
ერთი..
მოვიდე შენთან, ისევ შევიგრძნო ჩემი სახის ნაკვთებით შენი აბურძგნული თმები..
შენი პატარა მხრები, ჩვენი საერთო ერთი ცალი ცრემლი,
ჩვენ არც ცრემლები გვაქვს გასაყოფი, სულ ერთი ცალია
და ორივეს გვეკუთვნის, ეს ცრემლი ჰომ ჩემია, ჩვენ კი ორნი ვართ და ცრემლიც ორად იყოფა..
შემეგრძნო ისევ შენი ხელები და მეთქვა "მაპატიე.."
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე არ ვარ,
მეთქვა ეს სიტყვა და დაგვეტრიალებინა ბორბალი ერთი თვით ადრე..
მე ბევრი რამ მასწავლა ამ 13მა წელმა.
მე უბრალოდ მინდა გამიჯნო ჭეშმარიტი და მცდარი პასუხები ერთმანეთისგან..
მინდა გაიგო, რომ ეს ცუდია..
არ შეიძლება ხელით შეეხო ანთებულ ბუხარს, ხელს დაგწვავს..
არ შეიძლება ზამთარში ცივ წყალში ბანაობა, გაცივდები..
არ შეიძლება იყო ასეთი მიმნდობი, გული გეტკინება..
არ შეიძლება თვალდახუჭულმა გაიარო ცხოვრების ბილიკზე, ორმოში ჩავარდები..
არ შეიძლება ყველა დაიკიდო ერთი ადამიანის გამო, არ შეიძლება, იმათმაც რომ დაგიკიდონ?
და საბოლოოდ იმ ერთმაც რომ დაგიკიდოს, ვის გამოც ყველა გაწირე?
გიფიქრია ამაზე? გეტკინება, ძალიან მწარე იქნება..
ვინმემ ჰომ უნდა გითხრას რომ ეს ცუდია?
ვინმე ჰომ უნდა გყავდეს გარშემო ისეთი, ერთი მაინც ვინც გაგიმიჯნავს ჭეშმარიტ და მცდარ პასუხებს ერთმანეთისგან
და დაგეხმარება 10 ბალიან სისტემაში 8-ის მიღებაში მაინც..
მე არ ვჩივი დანარჩენს, მართლა არ..
არ მადარდებს, თუ გასაყოფი ბიჭი შეგვრჩა ხელში,
ვერ გავიყავით, მართალია ჩვენ ორნი ერთ ცალ ცრემლს ვიყოფდით,
მაგრამ ადამიანს შუაზე ვერ გახლეჩ..
წაიყვანე, მე არ მინდა გასაყოფი ადამიანი და მართლა მემეტება შენთვის..
არც ის მადარდებს, რომ შენ ვერ გამიყავი შენი ცრემლები მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი..
ერთი ცალი ცრემლიც კი..
არც ის მადარდებს, რომ ეხლაც დამნაშავედ მთვლი თითზე დახვეული სიტყვების გამო..
მაგრამ ის მართლა მადარდებს შეცდომებს რომ ვერ ხვდები,
შეცდომებს ჩემ წინაშე კი არა, შენი თავის წინაშე..
შენ ჰომ ასე ცხოვრება მოგერევა და წელში მოგხრის..
მე კი არ მინდა, რომ შენ წელის ტკივილმა შეგაწუხოს..
სამწუხაროა, რომ 1 კვირაზე მეტი გავიდა..
ცალკე გამოყოფილი ერთი კვირა, რომელიც აღარ ეკუთვნის 13 წელს..
შენ ჩემი გაყოფილი ცრემლი იყავი,
ჩემი სიცოცხლე
და ვერც კი მიხვდი როგორ აქციე ეს სიცოცხლე სიკვდილად..
და დღეს შენ ჩემი სიკვდილი ხარ,
რაც მთავარია წინადადებაში სიტყვა "ჩემი" ურევია,
არ აქვს დანარჩენს მნიშვნელობა..
უბრალოდ სიკვდილი, 13 წელს გამორიყული სიკვდილი
და ბოლოში დიდი სიკვდილის წერტილი,
მრავალწერტილი კი არა, მე რომ ასე მიყვარს გამოყენება,
ერთი წერტილი.
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий