воскресенье, 28 марта 2010 г.

ნაბახუსევზე..

ნაბახუსევზე მგზავრობისას
ჩამესმოდა ფუმფულას სიცილი, რომელსაც ეძინა..
ვატოს ლაპარაკი, რომელიც ჩვენთან ერთად არ მგზავრობდა..
ვგრძნობდი შენს ხელს ჩემს მკლავთან
შენი სახის სიახლოვეს ჩემს ღაწვთან..
მე კი უბრალოდ თვალები გავახილე და ვიგრძენი როგორ მედებოდა მგზავრის ჯინსები მხარზე..
რით შეიძლება ჰგავდეს ჯინსი შენი სახის ნაკვთებს?
ჯინსი შეიძლება იყოს უხეში, გამძლე, უბრალოდ ცივი..
ეს ის სამი თვისებაა, რომელიც არამხოლოდ შენი სახის ნაკვთებს,
მთელ შენს პიროვნებას უთანაგრძნობს..

იცი?
სინამდვილეში არასდროს მჯეროდა,
როცა მეუბნებოდი, რომ ყველაზე ძალიან გიყვარდი..
მე უბრალოდ ვაჯერებდი ჩემ თავს,
რომ შენც ისევე გიყვარდი, როგორც მე..
ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს უბრალოდ
ზრდილობის გამო ნათქვამ გამარჯობას ჰგავდა..

სამწუხაროა..
გეტყვი ამ სიტყვას, ჩემო ღვთაებავ..
როდესაც მეტყვი რომ მე და ნანუკა ერთნაირად გიყვარვართ..
სამწუხაროა, ჩემო ღვთაებავ,
რომ ნანუკა შენი უცვლელი ღვიძლია,
ის გოგონა კი, რომელსაც მის გვერდით აყენებდი,
შენი უბრალო თანამგზავრია..
ერთადერთი, რის სათხოვნელადაც შენთან მომესვლება ის არის,
რომ არასდროს, არასდროს არავინ შეადარო შენს დას..
მისნაირად ვერც ვერავის შეიყვარებ,
სამწუხაროა, რომ აქეთ შეგიყვარეს..

როგორ აგიხსნა ჩემი ტკივილი,
ეს ჰომ შენი თვალით დაინახე..
საქმე ტკივილში არ არის, საქმე იმაშია,
რომ შენ ეს მხოლოდ დაინახე და მეტი არაფერი..
ალბათ გაინტერესებდა, რა დონემდე შეგეძლო მიგეყვანა შენი საყვარელი ადამიანი..
რა შეიძლებოდა დამართნოდა კონკრეტულ სიტუაციაში,
რა შეეძლო გაეკეთებინა შენთვის..

სამწუხაროა..
გეტყვი ამ სიტყვას ჩემო ღვთაებავ..
მე მართლა ვნანობ ასე რომ მიყვარხარ..
სამწუხაროა, რომ გრძნობას ისე ვერ წარვმართავ,
როგორც ეს შენნაირ ნიჭიერ ადამიანებს გამოსდით..
ყველაფრის შემოტრიალება შემიძლია ჩემ სასარგებლოდ, ოღონდ არა გრძნობების..
ეს ჩემს ცხოვრებაში ის პირველი სიყვარულია,
რომელიც სინანულით არის სავსე..
ის სიყვარული, რომელსაც ბევრი იმსახურებს, ოღონდ არა შენ..
ჰო, შენ არ იმსახურებ ჩემს სიყვარულს,
როგორც მე იმ წოდებას, რომელსაც უბრალოდ ჰაერზე გასროლილი სიტყვების დანიშნულებას ანიჭებ..
არ ღირს ჩემთვის იმის გამეორება, რომ გიყვარვარ..
მე ყველაფერს საქმით ვხედავ, ჩემო ღვთაებავ..

სამწუხაროა..
რომ ისევ ისე მიყვარხარ..
სამწუხაროა, რომ ვერ შევცვლი აქ ვერაფერს..
სამწუხაროა, რომ ვეღარ შევიგრძნობ ჩემად შენს სევდანარევ,
თაფლისფერ თვალებს..
სამწუხაროა ალბათ შენთვის,
რომ აღარ გაგიღიმებ მე შენ თვალებით,
შენ ჰომ ღიმილი შეგიყვარდა მხოლოდ ჩემში..

სამწუხაროა..
რომ საპატიებლად ვიხდი საქმეს..
მაპატიე, რომ ნაბახუსევზე უშენოდ ვიმგზავრე დღეს..

ჩემო ღვთაებავ..
მაპატიე..
რომ ნაბახუსევზე
კიდევ ბევრჯერ და უსასრულოდ ვიმგზავრებ
შენ გარეშე...

Комментариев нет:

Отправить комментарий