пятница, 19 марта 2010 г.

ჩემო ღვთაებავ..

ჩემო ღვთაება..
მიყვარხარ..
როგორ მიყვარხარ..

ე, გახსოვს ჩვენი პირველი დღე უნივერსიტეტში?
მე პირველი დღიდან მახსოვხარ, ფუმფოსთან ერთად რომ შემოხვედი..
203-ე აუდიტორიაში მე-3 რიგის 1-ლ მერხზე დაჯექი..
გახსოვს აკადემიური წერის 1-ლი ლექცია?
ნაცრისფერ მასაში წითელი აზრი შემოიტანე და მთელი ნაცრისფერი ჯგუფი შენ შეგდგა..
აი იმ დღიდან გამოგარჩიე..
მაშინ მივხვდი, რომ შენც ჩემნაირი ფერადი იყავი, ჩვენნაირი..
ზუსტად ისეთი, როგორებიც მე და ანი ვართ..
გახსოვს ინფორმატიკის 1-ლი ლექცია?
ბატონი გივი გვარებს კითხულობდა..
დარბაზში მე, შენ და ანი ბოლო სკამებზე ვისხედით და ყველას გვარზე სიცილით ვიხეოდით,
მაშინ საერთოდ არ გიცნობდი..
იცი ანის პირველად რა ვუთხარი შენზე?
რა კარგი ბიჭია, ლ-ებს რომ არ ურტყამდეს-მეთქი))
ერთადერთი ნაცრისფერი ნაწილი შენში ენა იყო, რომელსაც დიდი "ლ" ეწერა..))

მერე ნელ-ნელა დროც გავიდა..
და ლექციებზე ფუმფოსთან კი არა, ჩემთან ერთად შემოდიოდი ხოლმე..
203-ე აუდიტორიაში 1-ლი რიგის ბოლო მერხებს ვიკავებდით..
აკადემიური წერის ლექციაზე ერთად ვიბრძოდით ნაცრისფერ მოედანზე ისეთი თემების ირგვლივ,
როგორიც მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტია..
ლ-ებს რაც შეეხება, ჩემი დიდი დაცინვის შედეგად, ეგეც გამოასწორე..
"მიზანი ამართლებს საშუალებას"..
რა მნიშვნელობა აქვს რა ხერხით დაგეხმარე ამის გამოსწორებაში, რაც მთავარია, ჰომ გამოასწორე..
ასე ვასწორებდით ერთმანეთს მთელი ამ წლის მანძილზე..
და ეს წელი ჩემთვის ისე იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ვიბრძოდით ერთად ამ "ჭკვიანების საგიჟეთში.."
და იცი?! ერთადერთი, რაც არ შეგვიცვლია, ინფორმატიკის ლექცია იყო..
ისე ვისხედით და შევდიოდით ერთად ყოველ ლექციაზე, როგორც სულ პირველზე, საერთოდ რომ არ გიცნობდი..

რამდენი მეგობარი გვყავს, როგორ გვიყვარს ისინი..
მაგრამ შენ ყოველთვის იყავი და იქნები ჩემთვის ერთადერთი..
ჩემი ერთადერთი უფროსი ძმა, რომელიც არასდროს მყოლია..
თუმცა კი მყავს მამის მხირდან ლევად უმცროსი ძმა, მაგრამ, როგორც აღვნიშნე,
შენ ჩემი ერთადერთი ძმა ხარ, რომელიც არასდროს მყოლია..

ძალიან ცოტა მყავს გარშემო ისეთი, რომელიც მენატრება ხოლმე..
როდესაც ოპერაცია გავიკეთე, ბევრმა მნახა, თუმცა რამდენიმეს არც ვუნახივარ..
და დამიჯერე, შენ ერთადერთი იყავი იმ უნახავთა შორის, რომლის სანახავადაც წუთებს ვითვლიდი..
აი მაშინ, რეპეტიციაზე რომ ვიჯექი და გელოდებოდით..
ვეღარ ვითმენდი, იმდენად მინდოდა შენი ნახვა..
სიგიჟემდე, გაგიჟებამდე.. ზუსტად ისე, როგორც მიყვარხარ..
და იცი, ვერც კი ვადარებ ვერაფერს შენს თვალებს, როცა დამინახე..
ერთადერთი რაც მახსოვს, გუგები რომ გაგიფართოვდა ის იყო..


ოპერაციას რომ ვიკეთებდი, მკითხეს, შენთვის პირველი ოპერაციააო?
მე ვუპასუხე კი-მეთქი..
და დღეს უკვე მე მეორე ოპერაცია გავიკეთე..
რომელიც იმაზე ბევრად მეტად მტკიოდა, ვიდრე ეს ნაკერები..
კიდევ დიდხანს, თუნდაც უსასრულოდ ვიქნებოდი იმ საშინელი ფაფების დიეტაზე,
ოღონდ დღეს ესეთი არ მენახე..
ოღონდ ეს არ მომხდარიყო..
საქმე კამათში არ იყო, საქმე შენს ნერვებში არ იყო..
საქმე შენს პიროვნებაში იყო..
ეს იყავი შენ და არა ვიღაც სხვა..
შენ ჩემთვის ძმაზე მეტი ხარ..
უბრალოდ ადრე იდეალური მეგონე და მავიწყდებოდა
ერთი არც ისე პატარა დეტალი, რომ იდეალური არავინაა..
ეს დეტალი მაშინ გამახსენდა, როდესაც შენი წითელი სახე დავინახე..
როდესაც ვიგრძენი როგორ დაიწყო ბოღმამ ყელში ტრიალი და როგორ ცდილობდა თვალებიდან ამოხეთქვას..
ეხლაც ტრიალებს.. მთელი დღე გავიდა და ისევ ბრუნავს, ნერვებისმომშლელად, ნელა, როგორც დედამიწა..
და მეც ვბრუნავ, როგორც ამ დედამიწის ნაწილი..


ჩემო ღვთაებავ..
მიყვარხარ..
და თან როგორ...

Комментариев нет:

Отправить комментарий