მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
რომ სევდა არ ასოცირდება ტკივილთან..
მე მინდოდა მევლო თეთრ, წვრილ ბილიკზე,
დავესველებინე წვიმის ნამს..
და..
დამევიწყებინა ყველა და ყველაფერი..
ირგვლივ..
ყველაფერი...
ჩემი შავი, გრძელი კაბა დამევიწყებინა,
რომელიც სულაც არ უხდება ამ თეთრ ბილიკს..
ტკივილი მოაქვს, ტკივილი..
ტკივილი სხვადასხვაგვარი არსებობს..
მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი..
შენი გაფანტული სიტყვებით გამოწვეული ტკივილი..
შენი ტკივილი, რომელიც მე მტკივა..
იცი, დღეს ბატონმა ლევანმა საკურსო ნაშრომები დაგვირიგა..
მკაცრად გაგვაფრთხილა, არ იპლაგიატოთ, ნაშრომს გაგინულებთო..
ზუსტად ისე, როგორც ჩემი სიტყვები ნულდება შენში, ყოველი საუბრისას..
მე ჰომ პლაგიატი ვარ, შენთვის პლაგიატი..
რატომ? ალბათ ბევრი ამბობს იმ სიტყვებს, რომლებსაც მე..
მაგრამ მე ჰომ ერთადერთი ვარ..
ერთადერთი შენთვის კი არა, ან ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის..
უბრალოდ ერთადერთი..
არ არსებობს ჩემი მსგავსი, ჩემი კლონი ჯერ არ შეუქმნიათ..
მე ის ერთადერთი ვარ, რომელზე ეგოისტი არსებაც არ არსებობს..
ის ერთადერთი, რომლის გარდაც ვერავინ გაგიკეთებს იმ ყოველივეს, რასაც მე გიკეთებ, ყველანაირი გაგებით..
საყვარელო..
პატარავ..
მე ის ერთადერთი ვარ, რომელიც შენს შუქჩრდილად არის ქცეული..
თან დაგყვება, სადაც არ უნდა წახვიდე..
ჩუმად მოგყვება..
თავისი შავი კაბით..
შენს ნაფეხურებს მოყვება და იმახსოვრებს ყოველ ნაბიჯს,
გულში იბეჭდავს და მუდამ თან ატარებს..
სულ მასთან არის, ზუსტად ისევე, როგორც საწყალი (მაპატიე ამ გამოთქმისთვის)
გიორგი რუსთაველის თეატრის 1-ლი რიგის მე-13 სკამთან..
შეამოწმე, შენ მას აუცილებლად შეამჩნევ..
ზუსტად ისე ვიბეჭდავ გულში შენს ნაფეხურებს და სულ მასთან ერთად ვარ,
როგორც ის პატარა ბიჭი არ შორდება თავის ლოთ მამას, რომელიც დღეს ავტობუსში შემხვდა..
მიუხედავად იმისა, რომ არყის სუნად ყარდა, ბავშვი ითმენდა ამას და სიყვარულით შესციცინებდა თვალებში, ეთამაშებოდა..
მეც გითმენ..
შენც ასევე ყარხარ ბოღმის სუნად..
მე რომ არ დამიმსახურებია იმ ბოღმის,
თუმცა არც იმ პატარა ბავშვს დაუმსახურებია არაყი..
როგორ უსუსურად ვხატავ ჩემ თავს არა? პატარა, უმწეო ბავშვს ვედრები..
არ დაიჯეროთ, ისედაც ვიცოდი, რომ არ დაიჯერებდით..
რა აზრი ჰქონდა ამის თქმას, მაინც არ დაიჯერებდით..
არ დაიჯერებდით, რომ მე მუდამ ვფიქრობ თქვენზე..
არ დაიჯერებდით, რომ მე მენატრებით..
არც იმას დაიჯერებდით, რომ თეთრ, ვიწრო ბილიკზე
მე თქვენს ნაფეხურს მოვყვებოდი,
რომელიც ზღვისკენ მიდიოდა..
ზღვიიისკენ...
თეეეეთრი ზღვიიიიიიიისკენ...
ჩვეეენ გავფრინდებით..
და შენ დაიჯერებ, რომ მე მინდოდა მეთქვა, სევდა არ ასოცირდება ტკივილთან..
დაიჯერებ, რომ მე უბრალოდ მინდოდა გამემიჯნა ფიქრი ქმედებისაგან...........
მიყვარხარ თავადო
16 лет назад
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий