суббота, 6 февраля 2010 г.

***

როდესაც მკითხავენ, რა მოგენატრება მასში ყველაზე მეტადო..
მე ვუპასუხებ თვალები-მეთქი..
როდესაც მკითხავენ, რა გიყვარდა მასში ყველაზე მეტადო..
მე ვუპასუხებ ღიმილი-მეთქი..
როდესაც მკითხავენ, რატომ გიყვარდაო..
მე ვუპასუხებ არ ვიცი-მეთქი..

მე ვიყავი ძლიერი..
ყოველთვის..

შემეძლო მეპოვნა მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი კათეტის სიგრძე მაშინ,
როცა პითაგორას თეორემა არ ვიცოდი..
შემეძლო აღმომეჩინა და გამომესწორებინა ჩემში პატარა ლუარსაბა თვისებები მაშინ,
როცა არ ვიცოდი ლუარსაბ თათქარიძე ვინ იყო..
შემეძლო მევარაუდა ვინ იყვნენ ძმები ლუმიერები მაშინ,
როცა არც მათი ფილმები მქონდა ნანახი და არც მათ შესახებ ვიცოდი რამე..
შემეძლო გამომეყენებინა ჟარგონები მაშინ,
როცა მათი მნიშვნელობა არ ვიცოდი..
შემეძლო მესწავლა მაშინ,
როცა მიჭირდა..
შემეძლო ჩამებარებინა მაშინ,
როცა ცალი თვალით ვწერდი გამოცდას..
შემეძლო დამემარცხებინა მაშინ, როცა ჩემზე ძლიერი იყო..
მე შემეძლო დამეჯერებინა სიყვარულის მაშინ,
როცა უსიყვარულოდ ვცხოვრობდი ისე, როგორც "მზე არ სუფევს ცის კამარაზე"..


მე..

მე უბრალოდ მინდოდა მეხატა..
მერე შემეხედა ჩემი ნახატებისთვის და უკმაყოფილო დავრჩენილიყავი,
როგორც ყოველთვის..
მერე რა თუ შედეგი არ მომწონდა,
მერე რა თუ უხარისხო იყო,
პროცესი ჰომ სიამოვნებას მგვრიდა..

მე მინდოდა მეწერა და მეტირა
"ვით მეფე ლირს", მაგრამ შემდეგ მივხვდი,
რომ ეს მხოლოდ გენიოსთა ხვედრია..
ეს არ არის არც ტალანტი, არც ნატურა, ეს არ მიიღწევა შრომით,
თუმცა არც უშრომელად მოდის, ეს გენიაა..
ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი..
და რა უფლება მქონდა მეცადა ის, რაც მე არ მეკუთვნოდა
და რაც ჩემთვის არ უბოძებიათ..



უფრო შორს რომ არ წავიდე, მარტივად ვიტყვი..
ყოველთვის მინდოდა თვალი არ მომეშორებინა იმ კიბეებისთვის,
რომლებსაც უსასრულობისაკენ მიჰყავდი..

კი, მაგრამ რა კავშირშია ეს ყველაფერი ზემოთ თქმულთან?
საქმეც მაგაშია რომ არანაირში..
და კავშირის ძაფიც სწორედ აქ იბმება გენიასთან..


წლები გადიოდა..
და ჩემს შავ ბერეტს თეთრად ათოვდა..
მე კი უბრალოდ ვგრძნობდი სიგარეტის კვამლში
და თოვლის ფიფქებში შენს სურნელს...

1 комментарий: