დღღღღნ..
ეშვება..
ქვევით და ისევ სუნთქავს..
სასაცილოა, მენატრები..
რა არის სასაცილო?
არ ვიცი..
სასაცილოა ფიქრი ადამიანის შეცვლაზე..
ისინი არ იცვლებიან..
შეიძლება უბრალოდ ითამაშო..
ითამაშო, რომ იცი..
ითამაშო, რომ მაგარი ხარ..
ითამაშო, რომ სახეზე ნაიარევი არ გაქვს და დამალო ის..
ითამაშო, რომ არ გიწყლიანდება თვალებიი..
ითამაშო, რომ არ ბრაზდები..
ითამაშო, რომ სულ ერთია..
ითამაშო, რომ თამაში იცი..
ცვლილებები..
ცვლილებები..
ისევ ცვლილებები..
როგორ მეზიზღება..
ნუ ცდილობ იმის შექმნას, რაც ვერ ხარ და ვერც იქნები..
ნუ რა, არ გინდა..
დაბრუნდი..
ისევ..
დავიწყოთ რა, დაბრუნდი, დააბრუნე დღეები, კვირები, თვეები..
დაბრუნდი..
მე ჰომ ისევ აქ ვარ და გელოდები..
ვზივარ ჩემს მაგიდასთან დეპრესიული სახით, მივირთმევ ყავას და სიამოვნებისგან მილულული თვალებით ვამატებ სიგარეტს..
-დამიმატეთ კიდვე ერთი პორცია რა..
-უკაცრავად, გოგონა, მომაწოდეთ ორი აბი ვალერიანი..
-გმადლობთ.. იცით სასაცილოა! ბედნიერი მაინცაა თქვენთან? მოუფრთხილდით რა, ის ჩემი ბედნიერებაა..
აი, ხედავთ? გვერდით მაგიდასთან ზის და გელოდებათ, მიუტანეთ ჩემგან ორი პორცია ბედნიერება, მე ვიხდი..
ყოველთვის მინდოდა მეკითხა, ისევ მოაქვს იმ გოგოს ბედნიერება შენთვის?
და ისევ ვერ..
დაბრუნდი რა..
დაბრუნდი.. მე ისევ აქ ვზივარ, მაგიდასთან და ბოლო ღერს ვწვავ, დაბრუნდი, თორემ ბოლო ღერია იცოდე..
ნერვის ბოლო ღერი..
კარგი, არ შეიმჩნიო..
და მაინც, ცვლილებები..
უბრალოდ თამაში..
უბრალოდ როლი..
ადვილია..
დაბრუნება?
დაბრუნება?
არა………
ითამაშო, რომ მისი დაბრუნება გინდა..
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий