როგორ შეიძლებოდა, რომ პირველი პოსტი ამით არ დამეწყო.. : )
ჰო იცი.. ჩვენ ორნი ვართ, ისინი თითო-თითო..
ყველანი თითო-თითო ჩვენ გარდა..
ისინი ნაცრისფერები არიან, ჩვენ ფერადები..
ისინი შუშისანი არიან და ადრე თუ გვიან დაიბზარებიან..
ჩვენ კიდევ ერთი დიდი რკინა ვართ, რომელიც არასდროს დაიჟანგება..
მათი სიძლიერე მოჩვენებითია და ადრე თუ გვიან ქარი დაამსხვრევს..
ჩვენსას კი ისე ვერ დააკლებს ქარი ვერაფერს, როგორც ნაძვს ვერ აკლებენ წელიწადის დროები..
ჩვენ პირამიდა ვართ.. «ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი ეშინია პირამიდის.»
ამბობენ, კლოუნები უმეტესად მოწყენილები არიანო..
ჩვენც კლოუნის როლები მოგვცა ჩვენმა რეჟისორმა ცხოვრებამ..
მაგრამ გაგიკვირდება და ჩვენ მხიარული კლოუნები ვართ.. ესეც იმას უსვამს ხაზს, რომ ფერადები ვართ და არა ნაცრისფერები..
მაგნიტი იზიდავს რკინას, მაგრამ ჩვენ ვიზიდავთ მაგნიტებს..
მერე გამოივლის პატარა, მაწაკი ბავშვი, მაგნიტს მოგვაცლის და წაიღებს..
ჩვენ კი დავრჩებით ასე..
მაგრამ.. საბოლოოდ, მაგნიტი დაიმსხვრევა, ჩვენ კი მთელი დავრჩებით..
და რა იცი, იქნებ სხვა მაგნიტიც მოგვეკრას..
როცა წვიმს, როცა თოვს..
შუშები იორთქლება..
ჩვენ პატარა ბავშვებივით მივალთ და დაორთქლილ შუშებზე გულებს დავხატავთ..
შუშა ისევ დაიორთქლება და ჩვენი ნახატებიც წაიშლება..
და იცი, საქმე ჩვენში კი არა შუშაშია..
ის უბრალოდ ცდილობდა, ჩვენი ნათითურები გაექრო და ჩვენთვის ეტკინა, მაგრამ ვერასდროს ხვდებოდა და ვერც მიხვდება..
ვერ მიხვდება, რომ ჩვენ ორნი ვართ, ის კი ერთი..
მოდი ვითამაშოთ..
ვითომ ფოთლები ვართ..
მოვა შემოდგომა, გავყვითლდებით და ხიდან ჩამოვცვივდებით..
ხე დაგვცინებს..
მაგრამ ეს დაცინვა ცრემლებში აირევა დროთა განმავლობაში, რადგან სულ მალე მიხვდება..
მიხვდება, რომ ჩვენ ორნი ვართ, ცხოვრება კი ერთი…
.jpg)

ჩვენზე ... მეტირება ხოლმე ამას რომ ვკითხულობ :) მიყვარხარ ..
ОтветитьУдалить