დრო გადის და..
დრო გადის და იმასშვებით რა დროთა განმავლობაში..
სირდებით, რაც ასაკი გემატებათ..
ტიპებმა ლიჟბი გამოგიყენონ, დალშე პოხუი..
მაგარია ე))
მეც მინდა ესეთი ცხოვრება..
მინდა პა ბალშომუ მეკიდოთ ყველა, ერთ დიდ ნაცრისფერ ქვაბში მოგხარშოთ..
და რომ დაძველდებით, ნაგავში გადაგყაროთ, სადაც თქვენთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება..
მე ჰომ ნაგავში გიპოვეთ და ჩემად აღგიქვით..
და თქვენ..
თქვენ პირში მეფერებოდით, არც კი მითხარით, რომ ეს ნაგავია მაკო,
ნაგავი ცუდია,
ნაგავთან თამაში არ შეიძლება, გაბინძურდები..
ნაგავი მხოლოდ იმისთვისაა, რომ გადააგდო..
თქვენ თუ მართლა კარგი მეგობრები იყავით ჩემთვის, რატომ არ მითხარით ეს პირში?
რატომ მიეცით ვიღაცას იმის შანსი, რომ გაეცინა..
აი, შეხედე, ნაგავი იპოვა და ნაგავს იცავსო, ნაგავს პატრონობსო, ნაგავი უყვარსო, ნაგავიო..
ჰაჰა.. მეცინება.. სასაცილოები ხართ..
მეცინება, დაგცინით..
ისე მწარედ დაგცინით თან, რომ თვალები მიცრემლიანდება..
-აღარ იტირო, გთხოვ რა..
-აღარ მატირო და აღარ ვიტირებ..
თუმცა შენ რა შუაში ხარ..
მარა შენც დიდი სასაცილო ვინმე ხარ,
რამდენიც მე შენზე ცრემლნარევი სიცილით მიცინია..
რა ნამუსიღა გაცოცხლებს საერთოდ..
შენ ადგილას ცოცხლად ჩავწვებოდი კუბოში,
ჭიებს რომ შევეჭამე..
რამდენი რაღაც დავკარგე..
რამდენი დრო დავკარგე, როგორი ზაფხული დავკარგე..
-დაქალია, მაკო, შეურიგდი..
-და შენ რა იცი საერთოდ დაქალობის, შენ რა იცი მე ვინ დამიკარგავს შენ გამო..
ჰო შენ გამო..
იმის გამო, რომ ყოველთვის ისეთი ცანცარა და საზიზღარი, პატარა ჭიაყელა იყავი,
როგორიც ეხლა ხარ..
არა, ვცდები..
ადრე პატარა მაინც არ იყავი..
ეხლა პატარა ჭიაყელა გახდი, სასაცილო, აი, მე დაგცინი..
გაოცებული იკითხავ, რა შუაში ხარ არა?
არაფერ შუაში არ ხარ,
უბრალოდ ბოღმას ვანთხევ შენზე..
ჰო, არ მრცხვენია, ბოღმას..
იმ ბოღმას, ყელში რომ მიგროვდებოდა ყოველი ჩხუბის დროს და ტრიალს იწყებდა..
მთელი დღეები, კვირები, თვეები რომ ტრიალებდა და არ ჩერდებოდა..
საჭმელს ვერ ვჭამდი იმიტომ, რომ ბოღმა მქონდა გაჩხერილი..
ვერ ვყვიროდი, ბოღმა მქონდა გაჩხერილი..
ვერ ვიცინოდი, ბოღმა მქონდა გაჩხერილი, მტკიოდა..
მტკიოდა, გესმიიის? ძალიან მტკიოდა..
ჩემნაირ ქვასაც კი სტკიოდა..
თურმე რამხელა ტკივილი დაგიტოვებია ეხლა ხვდები?
ხვდები, როგორ გადავიტანე?
ხვდები რა გამოვიარე?
მე ეს ყველაფერი შენი პრინციპების გამო გადავიტანე..
შენი პრინციპების გამო მოვკვდი..
და ჩემებმა გამაცოცხლა..
მე მკვდარი ვიყავი, გჯერა?
ალბათ გაგეცინება და ჩუმად ჩაილაპარაკებ:
"ბოღმის ბუკეტი.."
ჰო, შენ მართალი ხარ, მაგრამ კიდევ მკითხავ ბოღმას შენზე რატომ ვანთხევ?
ალბათ არა, მე ჰომ არასდროს მითქვამს შენთვის ეს ყველაფერი..
არასდროს გიგრძვნია შენ, თუ როგორ მიჭირდა..
შენ ჰომ პირველად გესმის ეს ჩემგან..
არამარტო შენ, ყველას..
რამდენი გაიცინებს, საცოდავიო..
როგორ მახატიხართ))
როგორ დაგცინით, ჩემი ჩვეული სიცილით..
პატარავდებით ნელ-ნელა, ყველანი..
რაც დრო გადის.....
მიყვარხარ თავადო
16 лет назад
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий