пятница, 11 июля 2014 г.

Tbilisi Beer Festival

ბევრი რამის სიყვარული არსებობს,
ისევე, როგორც ბევრი საყვარელი რამ,
ცოტა რთულია მათი წარმოდგენა ტანდემში,
თუმცა არსებობს დღე, როდესაც ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება,
პირიქით, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს
და საბოლოო შედეგიც არათუ დამანგრეველი, კარგიც კი გამოდის.
წელიწადში ერთხელ Tbilisi Beer Festival წარმოგვიდგენს ამ ლამაზ შერწყმას.
ეს დღე ლუდის მოყვარულთათვის ჩვეულებრივზე მეტია,
შესაძლებელია გიყვარდეს Efes, დალიო Kozel და ამის შესახებ პრეტენზიას ვერ მიიღებ,
პირიქით, ყველა კმაყოფილია.
ეს არის გარემო, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, სადაც უამრავი გაღიმებული სახე დადის,
უსმენს სასურველ ბენდებს, სვამს ლუდს და იღებს იმდენ სიამოვნებას,
რომ ენერგია მეორე დღისთვისაც რჩება და კიდევ თავისი სხვა საქმეებისთვისაც.
ალბათ ცოტა მოიძებნება ისეთი, ვისაც ლუდი არ უყვარს,
თუმცა მაინც მოიძებნება, მაგრამ არც ეს არის დიდი თავსატეხი,
ამ შემთხვევაში მხოლოდ გარემოც საკმარისი იქნება, რომ ის ენერგია მიიღო,
რასაც ლუდის მოყვარულები მიიღებენ.
რაც შეეხება წინა წლის ლუდის ფესტივალებს,
არც ერთი არ იყო წარუმატებელი,
თუმცა წელს ეს ყველაფერი გაათმაგებულად კარგი იქნება,
ლუდის მოყვარულებს, ფეხბურთის მოყვარულები ემატებიან
და ამ ყველაფერში თავის წვლილს ეს სპორტიც შეიტანს, თანაც დიდ ეკრანზე.
დარჩენილია 23 საათი, ხვალ, ჩვენი დროით 16:00 წუთზე გახსნილად გამოცხადდება ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
რა შეიძლება გისურვოთ,
მოდით,
არაფერს არ გისურვებთ,
ყველაფერ სასურველს თავად მოიპოვებთ,
ამისთვის მთელი 2 დღე გაქვთ წინ,
დრო არც ისე სწრაფად გადის,
როცა მის ფასს პოულობ და სწორად გამოყენებას სწავლობ.
ერთი სიტყვით,
Enjoy.
სიყვარულით,
მე.

четверг, 18 августа 2011 г.

* * *

მე არ მრცხვენია სირცხვილი..

შემიძლია ჩვეულ ადგილას ვიდგე,

ისევ იმ ფიქრით ვიფიქრო შენზე,

ძველი ბრძოლის რევანშის აღების საშუალება მივცე შენს გოგოს

მარტო იმ მიზეზით, რომ ომი მოვიგო..

მე შემიძლია ორჯერ შევიდე ერთსა და იმავე როლში,

ერთსა და იმავე მდინარეში..

კიდევ იცი რა შემიძლია?

შენი სახის ნაკვთების აღდგენა, მიუხედავად დროის სიბერისა..

შენი მიუღწევლობის მოპოვება და ამ მონაპოვრის მათხოვრისთვის გაცემა..

შენი ირონიული სიჩუმით სუნთქ ვა

და სიტყვებისთვის შუქჩრდილების დახატვა..

რა ჯანდაბას აკეთებ აქ მაშინ, როცა მე შემოდგომას ველოდები?

მე შემიძლია უსასრულოდ ვწერო შენზე,

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულებით შესაძლებელია

ჩემი მუზისა და ჩემი შენი უტოლობის შედგენა..

ან იქნებ აღდგენა..

ჩამისვი კალთაში, უნდა დაგხატო..

შემოდგომას თუ დაინახავ, გამაგებინე,

მივხვდები, რომ დროა ავდგე..

დავიწყოთ ტუჩებით, შემოვავლებ შემოდგომისფერ კონტურს..

მეტკა.. ადვილად გიცნობს შენი შემოდგომა..

ადვილად ჩაიძირება და ეს უფრო გაათამამებს

ჩვენს ძველ მეგობარ ზამთარს,

რომელიც ადვილად ჩაენაცვლება შემოდგომას,

მოდი, არ დავუკარგოთ საგრძნობელი სიძლიერე..

თვალები არ გჭირდება, უბრალოდ შემოდგომისფრად გავაფერადებ..

მაინც მხოლოდ უნდობლობის დღეობის აღსანიშნავად იყენებდი,

რომელსაც თითქმის ყოველდღე აღნიშნავდი,

ერთფეროვნება.. დროა, გაიზარდო..

არ აგაჭრელებ, რამდენიმე ტონალობაში ჩაგსვამ..

არ მჭირდება შენი ნდობის დღეობაზე მოპატიჟება,

არ ვსვამ..

შენი ხალი ნიკაპთან, ღმერთო, დამავიწყდა, როგორი ლამაზია..

როგორია ფიქრი იმაზე, თუ როდის შეწყვეტს ფიქრის წყარო არსებობას?

რა ფერია შენი წყარო?

რამდენი პროცენტი აქვს დაკავებული წითლისფერს?

შენს ემოციებს წითლად გავაფერადებ

და ლოდინს შემოდგომისფრად შევღებავ..

ადვილად გაიგებ შემოდგომის მოახლოებას,

მიუხედავად შენი დაკარგული თვალებისა..

მე კი ადვილად მივხვდები შენი ირონიული სიჩუმით,

რომ დროა ავდგე..

ავიღებ რამდენიმე საყოფაცხოვრებო წვრილმანს,

ჩავალაგებ და გზაში გადავათვალიერებ..

ლიმიტი ამოწურულია, არ ვიღებ ნახატებში ფულს,

ნახვამდის..

დავრჩით მე და რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი.

წითლად შეღებილი ემოციები, შემოდგომისფერი კონტურით შემოვლებული ტუჩები,

მუდამ დახუჭული თვალები და წყაროს რამდენიმე წითლისფერი პროცენტი..

უბრალოდ მე, შემოდგომა და ჩემი სირცხვილი, რომლისაც აღარ მრცხვენია

среда, 24 ноября 2010 г.

***

ერთი წუთით ვიგრძენი, რომ დამამარცხა..
მერე თავი ავწიე და ჩემ თავს თვალებში ჩავხედე..
გამეცინა ჩემს ნათქვამზე..
ნერვები მითრთოდა და მაინც მივდიოდი წინ..
ცრემლებს ისევ არ ვაძლევდი გადმოსვლის საშუალებას..
მციოდა..
სიგარეტის კვამლი და სიცივის ორთქლი ერთმანეთში ირეოდა..
მივდიოდი ნელი ნაბიჯით და ჩემი ქუდი ვერ გრძნობდა სისველეს..
სველი თმით გავედი სახლიდან..
დავაკაკუნე პირველ კარზე..
შავგვრემანი გოგო, კურნოსა ცხვირით, ხშირი წარბებითა და ოდნავ გამოწეული ყბით..
-გამარჯობა, მე თქვენ დედა მოგიტყანით..
-ვიცი- მიპასუხა და კარი მომიხურა..
გზა გავაგრძელე.. მივადექი მეორე კარს..
-თავს მიხედე ჩემო, მე ის მიყვარს..
-ვიცი-მიპასუხა და კარი მომიხურა..
მივადექი მესამე 4თვიან კარს..
-გამარჯობა, მე გეთამაშებოდი..
-ვიცი-კარი მომიხურა..
გავაგრძელე გზა..
სასიარულო კიდევ ბევრი იყო..
სიგარეტის კოლოფი ცარიელდებოდა და აქ ვგრძნობდი ჩემს აღსასრულს..
ორი წელი ვიარე..
ორი წლის მანძილზე ვიწმენდდი ცრემლებს..
ვწურავდი ნერვებს..
ვაწითლებდი ასანთის ღერებს
ვაცარიელებდი კოლოფებს
და ვსუნთქავდი დღეგამოშვებით..
რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი..
ცრემლი აღარ მოდიოდა..
ნერვებიც მშრალი იდო ადგილზე..
აღარც ასანთის ღერები მესაჭიროებოდა,
სუნთქვაც ყოველდღე დავიწყე..
მეოთხე წითელი კარი
და კვლავ "ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია, დარეკეთ მოგვიანებით."

пятница, 1 октября 2010 г.

გააკეთე არჩევანი !

[11:21:28 PM] ****: modi chven velaparakot ertmanets
[11:21:35 PM] ***: modi
[11:21:41 PM]***: me *** viqnebi
[11:21:54 PM] ****: ho da me mako
[11:22:00 PM] ***: au
[11:22:03 PM] ****: ra?
[11:22:08 PM] ***: araferi
[11:22:24 PM] ****:da mainc romeli ufro dakeravs me tu shen?
[11:22:33 PM] ***: ra tqma unda me
[11:22:46 PM] ****: egrec vicodi, samagierod me ar davavicydebi arasdros
[11:22:57 PM] ***: da aseve arasdros mogcems meore shanss :)
[11:23:05 PM]****: idi na *ui
[11:23:10 PM] ***: naxvamdis :)


ეს არის რეალურ ფაქტებზე დაწერილი..
უფრო სწორად, თვითონ ფაქტები..
დღეს მე და ჩემმა მეორე მემ გადავწყვიტეთ გაგვესაუბრა..
არ ვარ პლაგიატი..
ან ვარ..
და არ გეცილები მხოლოდ სიტყვებში..
კიდევ ბევრი გვაქვს გასაყოფი..
ბურთი, რომლის წართმევასაც ვერ გაბედავ,
ტირილს დავიწყებ..

ჩანთას ნუ მართმევ,
ვიტირებ.. არადა რად გინდა შენ ჩანთა,
მაგრამ ჰომ უნდა შემეცილო ყველაფერში..

ნერვებს ნუ მართმევ,
აბიტურიენტი ვარ..
ვიტირებ..

შეყვარებულს ნუ მართმევ..
გავიზარდე, მიყვარს..
ვიტირებ..

ბოლო იმედებს ნუ მართმევ..
მშვიდად ნუ მელაპარაკები, როცა მე ვჩხუბობ..
ესე ნუ მიყურებ, ნუ მეფერები, ნუ მკიდებ ხელს,
ნუ მეთამაშები, ნუ მატყუებ..
ნერვები აღარ მყოფნის, ვიტირებ...

ყველაფერი წამართვი.. გასაყოფი თითქმის აღარ დარჩა..
მე არ მიჩუქებია..
მე მენანებოდა..

გააკეთე არჩევანი..
მე თუ მე?
ჩვენ არ გვიხარია ერთმანეთის კარგად ყოფნა..
კონკურენტები ვართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით..
საქმე არც შენშია, არც სხვა ბიჭებში..
საქმე ჩვენშია..
გვინდა აღმოვაჩინოთ, რომელი უფრო ძლიერია ჩვენში..

შენ ყოველთვის გიზიდავდა ფაიფურის თოჯინები
ლამაზი კაბებითა და ვუალებით..
ჩამოხვალ რამდენიმე საფეხურით დაბლა?
გააკეთებ არჩევანს მე-5-სა და მე-7 პალატებს შორის?

მე არ მითქვამს ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შენ სინდისს შეეწუხებინე..
მე არ მინდა შენი დაბრუნებული ნივთები..
გავიზარდე, ბურთით აღარ ვთამაშობ..

ჩანთა ბევრი მაქვს, ზედმეტი არ მინდა..

შეყვარებული აღარ მიყვარს..

ბოლო იმედები უკვე უკანაა,
აღარ მინდა...


არ ცადო დაბრუნება..
ვიტირებ იცოდე..
მე არ მჭირდება 20 თეთრიანებივით შენი სამოწყალოდ
გადმოყრილი ნივთები თუ გრძნობები..
მეორე პუნქტს ვშლით..

და მაინც..

შენი თავი მაინც აღარ წამართვა..
ვეღარ ვიტირებ იცოდე..
წლებია ყველაფერს აქეთ გაძლევ..
წლების შემდეგ, ერთი ნივთი შენი 100-ეულებიდან მაჩუქე..
და თუ მაჩუქე, უკან ნუ მართმევ..

გასაგებია..
ვიცი..
შენ ჩემს ცრემლებზე ზრუნავ...

მიზეზი და ყოვლისშემძლე..
შენ უნიკალური ხარ, მართლა..

რა საჭიროა არჩევნის გაკეთება
მე-5 და მე-7 პალატებს შორის..
შენ ჰომ ბოლოს ამ პალატებსაც წამართმევ...

четверг, 5 августа 2010 г.

Love You aLL)))

მოკალი, თორე მე მოვკლავ...
-ეხლავე თუ ცოტა მერე?
-ეხლავე, მოვკლავ იცოდე, შენ გიჩვენებ სეირს !

-შუა გზაზე რატომ დავდივართ?
-მანქანები მოძრაობენ და იმიტომ..

აქამდე არასდროს მიცდია გრძნობის გაშეშება..
მემგონი ჯადოქარი ვარ..
გონებამდეც არ ვუშვებ ფიქრებს..
არა, ნამდვილად რაღაც იდუმალ ძალას ვფლობ..
არა, ნუ ნერვიულობთ, ჰარი პოტერის ასაკიდან უკვე გამოვედი..
ესე ძალიანაც ნუ ნერვიულობთ, არ გინდათ, დამშვიდდით..
არა, მე თქვენ გეუბნებით დამშვიდდით-მეთქი.. !
მე რომ დიდი გოგო გავიზრდები, უნდა გავფრინდე..
ნუ ზრუნავთ ჩემზე ესე, რა საჭიროა, მაინც გავიზრდები,
ესეც ნუ გადამყვებით და ამდენსაც ნუ ფიქრობთ ჩემზე, დამშვიდდით..

არა, იცით მე რა მაინტერესებს?
კითხვა არ ვიცი და არ შემიძლია კონსპექტიდან რამის ამოგლეჯვა,
გონება არ მწვდება საამისოდ?
ფეხები არ მაქვს, რომ ფეხბურთზე ვიარო,
ხელები არ მაქვს რომ მეც დავწერო,
ერთი ფურცლიდან მეორეზე გადმოტანა არ ვიცი, თუ რა ხდება?
რითი ვარ თქვენზე ნაკლები?
ჭკუა დამიშლის, რომ მოგკლათ, თუ გონება?


-შეცვლილხარ, გალამაზებულხარ, ვერც გიცანი, რას ამბობენ ამ დროს? ა, ჰო ფული იცისო..
-გაგიყოფ..


აი, ხედავთ?
მეც შემიძლია ნაწყვეტები ამოვგლიჯო ჩემი ცხოვრებიდან
და გავფანტო აქეთ-იქით ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს..
მიხვდით ჰო წეღან რაზე მქონდა საუბარი?
არა, ვერ მიხვდით..
შეგეპარებინათ..
ეხლა მთელი ღამე ვერ დვაიძინებ იმაზე ნერვიულობით,
რომ თქვენ ჩემს აზრებს ვერ ჩაწვდით, არა ეს არ უნდა გეთქვათ,
ჩემზეც გეფიქრათ, მეც ჰომ ადამიანი ვარ..

ოჰ, როგორი საოცრად მძიმეა ეს ყველაფერი..
იცით საოცრება რას ნიშნავს?
და სიმძიმე?
კარგით, მაშინ მითხარით, მე არ ვიცი..
აი, ვერ მეუბნებით, თქვენც ჩემნაირი უცოდინარი ხართ,
დაგცინებდით, მარა მეცოდებით..
თქვენც ჰომ ადამიანი ხართ, უი მართლა ხართ?
დამშვიდდით, მაინც არ დაგცინებთ, მე კეთილი გული მაქვს..
ჰო საოცარ სიმძიმეზე ვსაუბრობდით..
ვიღაც ვიღაცას ტოვებს,
ვიღაც სახლს ტოვებს..
ვიღაც ცხოვრებას ტოვებს..
ეს ყველაფერი კი ერთ ქვაბში იხარშება
და ადამიანის პიროვნებიდან გამომდინარე,
შეიძლება ერთნაირადაც განვიცადოთ..
ამის მერე რომ დაგცინოთ, შემედავებით?
თქვენც უნდა თქვათ, ჩვენ ნამუსი გვაქვს, ძროხები სოფელში ჰყავთო..

მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
რომ ყველას შეუძლია იყოს კმაყოფილი და ამავე დროს უკმაყოფილო იმით, რაც აქვს..
მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
რომ დიდი ხანია სიცილზე თამაში ვისწავლე
და ამაზე დიდი ხანია კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს..

გილოცავთ, მე უმცირესობაში ვარ..
მე ჰომ თქვენში ერთადერთი ადამიანი ვარ..



четверг, 3 июня 2010 г.

не слабо?

პატარა რომ ვიყავი..
ძალიან პატარაც არა, რამდენიმე წლის წინ..
ჩემმა რუსულის მასწავლებელმა მითხრა, რომ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,
იყო ერთი მეძავი გოგონა, რომელსაც რუსი პოეტი უყვარდა..
და კონკიასგან იმით განსხვავდებოდა ეს ამბავი, რომ სიკვდილით სრულდებოდა
და კიდევ, ზღაპარი არ ყოფილა..
მეძავი კვდება..
რა გასაკვირია, ის ჰომ მეძავი იყო..
და ჩემს ჩანახატშივე უნდა გამოვავლინო, როგორი ოროსანი ბავშვი ვიყავი და ვარ დღემდე..
არც პოეტის სახელი და გვარი მახსოვს, არც მეძავის, თუმცა ორივე მითხრეს..
დღეს ჩვენ მივდიოდით და ვიღაც ბიჭმა დაგვისტვინა,
მივტრიალდი და ბიჭისკენ წავედი, ანიმ ხელი დამიჭირა, გავაშვებინე და მაინც მივედი,
ის ჰომ ჩემი მეგობრის პატარა ძმა იყო..
მივესალმე და წამოვედი..
რატომ არ არის ყველაფერი ისეთი მარტივი, როგორიც ხელის გაშვებაა..
ის მეძავიც ჰომ გადარჩებოდა..
შენც გადარჩებოდი..
მეც..
და ჩვენ ყველანი გავფრინდებოდით..
რატომ მიშვებენ ხელს მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება ხელი..
თქვენ იცით როგორია ის შეგრძნება, როცა სულიდან მოდის ტკივილი?
გამოგიცდიათ დათვლილი წამები?
გიმღერიათ ნერვებზე?
შეგიღებავთ ლოდინი წითლად?
დაგიბრუნებიათ ტკივილი თავის ადგილას?
საერთოდ ნივთებს თუ უჩენთ თავის ადგილებს,
სახლში წესრიგი გიყვართ?
აბა ტკივილს რატომ აგდებთ და არ აბრუნებთ თავის ადგილას,
ადგილი არ აქვს თუ თქვენს ნივთებზე რამით ნაკლებია?
რით ჩამოუვარდება თქვენს ნიკოტინიან კოლოფს,
ან შუშის ბოთლს ქართული წარწერით "გომი" ?!

რამდენი მათემატიკური ამოცანა გაქვთ ამოხსნილი?
რამდენი ცალი ცრემლი ჩამოგცვენიათ? მე მაპატიეთ, თქვენ ჩამოგვარდნიათ..
რამდენი საგანი შეგტენვიათ? მე მაპატიეთ, უნდა მეკითხა, რამდენი არ შეგტენვიათ..
რამდენჯერ მოგიკლიათ შაურმის ფული და დაგიმატებიათ ქალბატონისთვის, რომელიც ქაშუეთთან დგას
და 20 თეთრს ნატრულობს პურის საყიდლად.. მე მაპატიეთ, მინდოდა მეკითხა, საერთოდ მოგიკლიათ საკუთარი თავისთვის?
რამდენჯერ გიჩუქებიათ წითელი ბუშტები ჩემთვის? მე მაპატიეთ, მინდოდა მეკითხა, გიჩუქებიათ საერთოდ?
რამდენჯერ გითქვამთ "მიყვარხარ" არასაყვარელი ადამიანისთვის?
რამდენჯერ გაგიჩერებიათ თავი, რომ არ მოგეწერათ, კიდევ რამდენჯერ აღარ მომწერთ?
что, со всем не слабо?

ჰო, რაღაცას ვამბობდით მეძავიო, მოკვდაო..
ей была слабо..
-უკაცრავად, რითი იღუპება მეძავთა უმეტესობა?
-შიდსით..

თუმცა, მას უბრალოდ უყვარდა და ის უბრალოდ ჭლექით გარდაიცვალა..

мне слабо..

воскресенье, 23 мая 2010 г.

mistakes..

სულ ფეთქავს, სულ, სულ..
არადა რატომ?
ცოტა ხნის წინ კარგად იყო..
ემორჩილებოდა პატრონს, რომელიც საჭმლის ჭამას აპირებდა..
ბოღმა..
ცრემლები თვალებზე..
და ისევ ფეთქავს..
ყველაფერი კარგადაა, ვინ თქვა უცხოპლანეტელები არ არსებობენო?
და ვინ მოიგონა, რომ რამის გადატანა არ შეუძლია..
ვინ მოიგონა რომ რამის ეშინია,
ვინ მოიგონა რომ ვერ გადაგიტანს..
ვინ მოიგონა რომ ვერ გადაგიტანა..

ისევ ბრუნავს..
წარსულიდან მომავალში და მომავლიდან წარსულში..
დროის მანქანა ისევ მოდაშია..
თქვენ გეკრძალებათ მისი გამოყენება, გასაჩივრება კანონს არ ექვემდებარება..

მშვიდი, აუთრთოლებელი, ურეაქციო..
მსუბუქი ნაპასი და "მკიდიხარ" გამომეტყველება..

"მამა, ააგდე არიოლ-რეშკა"
მე უფრო გიყვარვარ თუ ის?
თუმცა რაში მაინტერესებს..

პროგრესი, ზრდა შესამჩნევია..
აზრები იგივე..
ისევ ტყუილი..
"ისევ ვერ ვხვდები გავცივდი, თუ გავთბი.."
ღიმილი, სიცილი, აი, აქაც ტყუილი..
სითბო, მაინც ტყუილი..
სიცივე დიდი ტყუილი..

ჩვენ დავქოქავთ გრძნობებს საპირისპირო მიმართულებით..
დავაწყობთ სიმაღლის მიხედვით არყის ბოთლებს
და გავმსჭვალავთ ფილტვებს ფასის შესაბამისად..
უარს ვიტყვით ჯანსაღ ცხოვრებაზე და ბევრს ვიცინებთ სხვების ბედნიერებაზე..

ეს იყო ორიოდე სიტყვა ჩვენი ცხოვრების შესახებ..
ორიოდე ტყუილი და პატარა სიმართლე..

და ის რომ ფეთქავს?
ჩვენ მარტო არ ვართ, არ გვაქვს უფლება მხოლოდ ჩვემნზე ვისაუბროთ..
ის ფეთქავს ისევ გამალებით..

ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ შორის ერთი ფეთქავს და არა ორი..
1 იმიტომ, რომ მე უკვე გადავცყვიტე ვაჩუქო მეორეს ჩემი ეპითეტი..

ფეთქავს ერთი გული და იზრდება მეორე ქვა..